14/10/2021
12:43
პოლიტიკა
„უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 574-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ წინასასამართლო გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივ წარმოებებზე ეჭვმიტანილთა და ბრალდებულთა გადმოცემის საკითხზე ცენტრალურ ორგანოს გენერალური პროკურატურა წარმოადგენს. 575-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, შუამდგომლობას უკრაინისთვის პირის გადაცემის მოთხოვნის შესახებ ამზადებს გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო. ამ დროისთვის გენერალურ პროკურატურაში უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემის შესახებ შუამდგომლობა წინასასამართლო გამოძიების ორგანოების მხრიდან ამ დრომდე არ შემოსულა. შესაბამისად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისთვის ასეთი მოთხოვნით უკრაინის გენერალურ პროკურატურას არ მიუმართავს“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც სააგენტომ გენერალური პროკურატურიდან მიიღო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
0
0