
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც კვირას მელიტოპოლის საკრებულოს წევრთა ჯგუფმა წერილობითი მიმართვა გამოაქვეყნა და გენერალური პროკურორისგან დანილჩენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.
მიმართვაში საკრებულოს წევრებმა დანილჩენკო, „ოპოზიციური ბლოკის“ წევრი, ქალაქის ხელისუფლების დათხოვნასა და მისი უფლებამოსილების „სახალხო დეპუტატების კომიტეტისთვის“ გადაცემაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა მელიტოპოლის არჩეული მერი ივან ფედოროვი დააკავეს და მის ნაცვლად ქალაქის „მერად“ გალინა დანილჩენკო დანიშნეს. გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ივან ფედოროვის გატაცება დემოკრატიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. მან დაკავებული მერის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
ასევე, ოკუპანტების მიერ დანიშნული ოკუპირებული ქალაქის, მელიტოლის მერი, გალინა დანილჩენკო აცხადებს, რომ რეგიონში რუსული ტელეარხები დაიწყებენ მაუწყებლობას.
დანილჩენკოს მტკიცებით, მაუწყებლობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება "სანდო ინფორმაციის დიდი დეფიციტის" გამო მიიღეს.
0
0