
10 თებერვალს, დილით, რუსი სამხედროების მიერ უკრაინის მიმართულებით გასროლილი ორი რაკეტა ნეიტრალური მოლდოვასა და ნატოს წევრი ქვეყნის რუმინეთის ტერიტორიაზე გადაფრინდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
მან „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ რაკეტები გაშვებულია შავი ზღვიდან, რომლებმაც გადაკვეთეს მოლდოვას, შემდეგ კი რუმინეთის საჰაერო სივრცე, რის შემდეგაც ისევ შევიდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში.
უკრაინის საჰაერო ძალების პრესმდივანმა, იური იგნატმა, „Ukrainska Pravda“-სთვის მიცემულ კომენტარში თქვა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვას შეეძლო ჩამოეგდო ეს რაკეტები, მაგრამ გააცნობიერა „უცხო სახელმწიფოს მოსახლეობისთვის რისკები და საფრთხეები“ და არ გააკეთა ეს.
რუმინეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, ისევე როგორც რუს სამხედროებს. მოლდოვას თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა რაკეტების გავლა. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა.
0
0