
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.
„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ევროპის კოლაფსს, უნგრეთის ეკონომიკის ჩათვლით“, - განაცხადა ორბანმა Kossuth Radio-ს განუცხადა და მისი კომენტარის თარგმანს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.
მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე გახსნა თავისი ბაზარი უკრაინული საქონლისთვის, რამაც სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინა უნგრელ ფერმერებზე. მისი მტკიცებით, სრული გაწევრიანება კატასტროფული იქნება, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორისთვის.
ორბანის თქმით, უკრაინის სამხედრო ძალების შენარჩუნება, ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენა და უკრაინის სახელმწიფოს მხარდაჭერა ევროპის თავდაცვის საჭიროებებთან ერთად, ევროკავშირს არამდგრად ფინანსურ ტვირთად დააწვება.
„თუ ამ გზას გავუყვებით, ამ ომში ჩვენს ბოლო ცენტსაც დავხარჯავთ“, - აღნიშნა ორბანმა.
მისი მტკიცებით, ევროპელი ლიდერები ახლა იწყებენ უკრაინის შენარჩუნების რეალური ხარჯების გამოთვლას და ეს პროცესი, მისი აზრით, აუცილებლად მიიყვანს მათ იმის გაცნობიერებამდე, რომ ასეთი ხარჯები უმართავია.
„საბოლოოდ, დასკვნა იქნება, რომ ევროკავშირს არ შეუძლია ამას თავი გაართვას
0
0