
ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ამ დროისთვის წარმოუდგენლად მიიჩნევს.
"უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ამჟამად წარმოუდგენელია".- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-ის ეთერში განაცხადა.
ორბანმა უკრაინის გაწევრიანების საკითხს „არც ისე რთული საკითხი უწოდა“.მან აღნიშნა, რომ ამაზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს. თუმცა, არ გამორიცხა, რომ ეს ყოველთვის ასე არ იყოს.
„ღმერთის გარდა, არავინ იცის, რას მოიტანს ისტორია. თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: აქ და ახლა წარმოუდგენელია“, - განაცხადა ორბანმა.
მისი აზრით, კიევის კავშირში გაწევრიანება უნგრეთის სოფლის მეურნეობას და შემდეგ მთელი ქვეყნის ეკონომიკას გაანადგურებდა. ორბანმა დასძინა, რომ ის ვერ ხედავს რაიმე არგუმენტს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ, მაგრამ შეუძლია მის წინააღმდეგ „ბევრი“ არგუმენტის მოყვანა.
0
0