
"გათბობის სეზონი დაიწყება, როგორც ეს დაგეგმილი იყო, დროულად, ყოველგვარი გადადებისა და ცვლილების გარეშე - როგორც კი საშუალო დღიური ტემპერატურა 8 გრადუსზე დაბალი იქნება სამი დღის განმავლობაში. ამინდიც კი ჩვენს მხარესაა", - განაცხადა უკრაინის ტერიტორიული განვითარების მინისტრმა ოლექსი ჩერნიშოვმა.
„4000-მდე დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია კვლავ მიეწოდება. მტრის სარაკეტო შეტევის შედეგად მიყენებული ზარალი მაქსიმალურად სწრაფად - ორ დღეში გამოსწორდა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მხოლოდ რვა დასახლებული პუნქტი; სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება“, - დასძინა მან.
სამშაბათს, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30% ორშაბათს რუსების რაკეტებმა დააზიანა. კიევის მთავრობა ყველა უკრაინელს დღის განმავლობაში ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026