
ამირან სალუქვაძემ დავით არახამიას ინტერვიუ შეაფასა. ამ თემაზე ექსპერტმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი თქმით, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს შეეძლო ინტერვიუში უკრაინის შესახებ ესაუბრა, თუმცა დრო მთლიანად ქართულ პოლიტიკას დაუთმო.
სალუქვაძე მიიჩნევს, რომ სწორედ არახამია არის ერთ-ერთი აქტიური შემოქმედი იმ დაძაბულობისა, რომელიც ბოლო დროს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში შეინიშნება. ექსპერტმა კომენტარი ასევე საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნაზე გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა.
„ელჩი არ გაუწვევიათ არც გვარამიას და არც სააკაშვილის გამო. იყო კონკრეტული განცხადებები: „ელჩმა ვერ უზრუნველყო დახმარება. არ არის დახმარება, შესაბამისად, არ არის ელჩი“. აი, ეს იყო კონკრეტულად იმ ელჩთან დაკავშირებით პრეტენზიები, რაც უკრაინის ხელისუფლებამ გამოთქვა. ეტყობა არახამიას ეს დაავიწყდა და ახლა გვარამიას მიაბა. აქაც შეცდომას უშვებენ და შეურაცხმყოფელია ეს“, - განაცხადა სალუქვაძემ.
არახამიას თქმით, ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემთხვევაში, ის პირადად სთხოვს უკრაინის პრეზიდენტს საქართველოში ელჩის დანიშვნას. ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ საქართველოში ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში. არახამიას განცხადებით, მოქმედი მთავრობა რუსეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდება, თუმცა, ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და არა მთავრობა.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025