
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქები იზიუმი და კუპიანსკი აიღეს. შესაბამისი ფოტოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ინფორმაციას korrespondent.net ავრცელებს.
რუსული სოც. მედიის ცნობით, იზიუმი რუსულმა ძალებმა, ფაქტობრივად უბრძოლველად დატოვეს, რაც შეეხება კუპიანსკს, მისი შტურმი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჯერ კიდევ 9 სექტემბერს დაიწყეს.
უკრაინის ოფიციალურ პირებს ან ფაქტზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა 6-7 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად უკრაინელებმა ქალაქი ბალაკლეა აიღეს. კუპიანსკის დაკავების შემდეგ კი რუსების მიერ იზიუმის დაცვას აზრი დაეკარგა, რადგანაც დაჯგუფება ალყაში ექცეოდა. იზიუმი რუსულმა ძალებმა მარტში დაიკავეს. ამ დასახლებას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც რუსები იქიდან შეტევის ორგანიზებას ცდილობდნენ, რათა დონბასში მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალები ალყაში მოექციათ.
0
0