-share.jpg)
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსები აყალიბებენ კონტრაბანდულ არხს საქართველოს გავლით, სანქცირებული საქონლისთვის.
“საერთაშორისო სანქციების შემოღებით რუსეთმა დაკარგა სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო საქონლის ფართო სპექტრის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლით, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანულ არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს გავლით. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩაერიონ კონტრაბანდისტების საქმიანობაში.
ცნობილია, რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდების კიდევ ერთი არხი - აღმოსავლეთ აზია. მისი მეშვეობით ოკუპანტ ქვეყანას მიეწოდება აღჭურვილობის, ელექტრონიკის და ოპტიკური ინსტრუმენტების სათადარიგო ნაწილები". -ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ამას გარდა, უკრაინის დაზვერვის სამსახურის თქმით, განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.
დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის კონტრაბანდის შეტანის კიდევ ერთი წყარო აღმოსავლეთ აზიაა, სადანაც შემოსდით ტექნიკის სათადარიგო ნაწილები, ელექტროტექნიკა და ოპტიკური დანადგარები.
0
0