უკრაინის და რუსეთის ჯარების დანაკარგები – 11 მარტის მონაცემები
A-
+A

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ერთმანეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. მონაცემები უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან 11 მარტამდე პერიოდს მოიცავს.
უკრაინის შეიარაღებული შტაბის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში 12 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, უკრაინული მხარის განცხადებით, მათ მოწინააღმდეგეს გაუნადგურეს ან დაუზიანეს:
- 353 ერთეული ტანკი
- 1 165 ერთეული საბრძოლო ჯავშანტექნიკა
- 125 ერთეული საარტილერიო სისტემა
- 57 თვითმფრინავი
- 83 ვერტმფრენი
- 558 ავტომობილი
- 60 საწვავის ავზი
უკრაინის შეიარაღებული შტაბი განმარტავს, რომ ეს არ არის ზუსტი მონაცემები, რადგან დანაკარგების დათვლას მიმდინარე ბრძოლები ართულებს.
რაც შეეხება რუსულ მხარეს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის დღიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 3 213 ობიექტი დააზიანეს. მათ შორის გაანადგურეს:
- 98 თვითმფრინავი
- 118 უპილოტო საფრენი აპარატი
- 1041 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 113 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
- 389 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნები
- 843 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა
0
0
391
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%