08/01/2025
11:09
სამართალი
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვის აეროპორტში აღმოაჩინეს ამანათი ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელიც უკრაინიდან საქართველოში იგზავნებოდა. ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.
მედიის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა სათამაშო ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული. მან თავიდანვე მიიპყრო მესაზღვრეების ყურადღება. მესაზღვრეებმა ის რენტგენის სკანერის მეშვეობით შეამოწმეს, რა დროსაც ასაფეთქებელი მოწყობილობაც აღმოაჩინეს.
მოლდოვური მედიის ინფორმაციითვე, „მანქანა სიურპრიზი“უკრაინიდან ფოსტით გაგზავნილ ამანათში, ბარგის შემოწმებისას მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს ადგილობრივი დროით, დააახლოებით. 18.12 წუთზე. ამანათი იმ თვითმფრინავის ბორტზე აჰქონდათ, რომელიც კიშინევიდან თბილისში მოფრინავდა.
სასაზღვრო პოლიციამ საქმეში სასწრაფოდ მოითხოვა BOMBTECH-ის ინჟინრების ჩარევა, რომლებმაც აფეთქების რეალური საშიშროების შემცველი ობიექტი ამოიღეს და გააუვნებელყვეს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, ყველა გარემოება, მათ შორის ვინ არის ფეთქებადი ე.წ. მანქანის მიმღები და გამომგზავნი - წერს მოლდოვური გამოცემა.
0
0