
გახსოვთ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები, მართალია, ეთნიკურად ქართველი, მაგრამ უკრაინელი მაღალჩინოსნები პირდაპირ იყვნენ ჩართული იმ სპეცოპერაციაში, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის საქართველოში გამგზავრებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ამ ფონზე მით უმეტეს სამწუხაროა ის ახალი ნაბიჯები, რომლებიც იდგმება, მათ შორის უკრაინის რადას ახალი განცხადება.
„სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება, თუმცა ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე უკრაინის რადამ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სახელზე დადგენილების პროექტი მოამზადა.
0
0