
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკისა და ბახმუტის მიმართულებებით, ასევე კამენკას, ნოვომიხაილოვკასა და ვუგლედარის დასახლებების ტერიტორიებზე მტრის თავდასხმები მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით მტერმა საარტლიერიო ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე დასახლებას. საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ბოგოროდიჩნის მახლობლად.
„დონეცკის მიმართულებით მტრის ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურას დონეცკის, სევერსკის, ვერხნეკამენსკოეს, გრიგოროვკას, ივანო-დარიევკას, სპორნოესა და სხვა დასახლებების ტერიტორიებს. მტერი გრიგოროვკას მახლობლად თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას ცდილობს, ბრძოლა გრძელდება. ვერხნეკამენსკოეს, სპოენოესა და სერებრიანკას დასახლებების რაიონებში თავდასხმის მოქმედებები წარმატებით მოიგერიეს ჩვენმა დამცველებმა“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, ბახმუტის მიმართულებით დაბომბვა დაფიქსირდა ბერესტოვოეს, კურდიუმოვკას, ვესელაია დოლინას, სოლედარის, ბახმუტის, ვერშინას, მაისკოეს მახლობლად და უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე.
„მტერმა ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები ნოვოლუგანსკის, სემიგორიეს და უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია. სარაკეტო და საჰაერო დარტყმები განხორციელდა ბერესტოვოეს მახლობლად“, - აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, ავდიივკას, კურახოვოს, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით ოკუპანტებმა უკრაინის ჯარების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ნოვოდანილოვკასა და ნოვოანდრიევკას მახლობლად. უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმის ყველა მცდელობა კამენკას, ნოვომიხაილოვკასა და ვუგლედარის დასახლებების ტერიტორიებზე. დამპყრობლებმა დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს.
0
0