უკრაინელმა მოფარიკავემ ელენა კრივიცკაიამ საქართველოს წარმომადგენელს მაია გუჩმაზოვას ხელის ჩამორთმევაზე ევროპის ჩემპიონატზე ჩხუბის შემდეგ უარი უთხრა. შეჯიბრი ბაზელში, შვეიცარიაში ტარდება.
შეხვედრა კრივიცკაიას გამარჯვებით, ანგარიშით 15:9 დასრულდა. გუჩმაზოვა უკმაყოფილო იყო კონკურენტის საქციელით, რომელმაც ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა.
რუსული მედია ვლადიკავკაზელი გუჩმაზოვას კომენტარს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს ნაკრებში 2017 წლიდან არის.
„აგერ, აიღეთ იარაღი და იბრძოლეთ, დაიცავით სამშობლო. ნუ მოგზაურობთ შვეიცარიაში სახელმწიფო ფულის ხარჯზე შეჯიბრებებზე დასასწრებად და ნუ ფარიკაობთ!” - მიმართა მან უკრაინელ სპორტსმენებს და დასძინა, რომ ასეთ საქციელს არ ელოდა, რადგან მეტოქეს დიდი ხანია იცნობდა და მათ ადრე ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ.
გუჩმაზოვას თქმით, უკრაინელ სპორტსმენებს უფლება მიეცათ, ხელი არ ჩამოართვან შეჯიბრის სხვა მონაწილეებს. ”და ეს რომ მე გამეკეთებინა, მე დისკვალიფიცირებული ვიქნებოდი”, - დასძინა მან.
კრივიცკაიას თავისი საქციელი არ აუხსნია.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის დისციპლინური კომისია განიხილავს გუჩმაზოვას საქციელს, რომელმაც უხამსი სიტყვები გამოიყენა. „ჩვენთვის ცნობილია აღნიშნული ფაქტი. მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯს არც ერთი მხარე არ გაუფრთხილებია“, – განაცხადეს ფედერაციაში.
0
0