-share.jpg)
უკრაინელმა მებრძოლებმა ხარკოვის ოლქის 5 დასახლება გაათავისუფლეს. ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა.
"მტერი ბლოკავს ხარკოვის ოლქის ცალკეულ დასახლებებს. ასევე, სისტემატურად ბომბავს, მათ შორის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით ადგილებს, სადაც ჩვენი ჯარია კონცენტრირებული. ასევე, მტრის შეტევა ნოვაია დმიტრივკას დასახლებაზე წარუმატებელი აღმოჩნდა.
შეტევის შედეგად, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა აღადგინეს კონტროლი ოლექსანდრივკას, ფედორივკას, უკრაინკას, შესტაკოვოს, პერემოგასა და სოფელ ჩერკასი ტიშკის დასახლებებზე". - წერია განცხადებაში.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
0
0
თეთრიწყაროში მამაკაცი დაჭრეს
20/08/2025