უკრაინის ხელისუფლებამ პარლამენტის ერთ-ერთ წევრს ბრალი 220 000 ფუნტის გაფლანგვაში წაუყენა.
ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) მტკიცებით, უკრაინელმა დეპუტატმა აქტივები შეისყიდა, რომელთა ღირებულება მის ოფიციალურ შემოსავალს ბევრად აღემატებოდა.
როგორც BBC-ი წერს, ბიუროს პოლიტიკოსის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა საინფორმაციო სააგენტო Interfax-მა და სხვა უკრაინულმა მედიასაშუალებებმა ბრალდებულად ანდრეი კლოჩკო დაასახელეს. კლოჩკო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ხალხის მსახურის“ პარტიის წევრია. დეპუტატს ბრალდებებზე ჯერ საჯაროდ არ უპასუხია.
„2020-2021 წლებში, დეპუტატმა 507,000 ფუნტის ღირებულების აქტივები შეიძინა იმ დროს, როდესაც მისი და მისი მეუღლის ერთობლივი დეკლარირებული შემოსავალი და დანაზოგი მხოლოდ 14 მილიონ გრივნას (284,000 ფუნტი) შეადგენდა,“ - განუცხადეს BBC-ს პროკურორებმა.
„უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამრთლოს მიერ ბრალის წაყენებამდე, დეპუტატი უდანაშაულოდ ითვლებოდა. უკრაინის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დაადგინა, რომ დეპუტატმა სამი მიწის ნაკვეთი იყიდა კიევთან ახლოს, ასევე ხუთი ბინა კიევში, ორი სხვა შენობა, და ორი ავტომობილი: Tesla და Mercedes-Benz. ამ აქტივების დამალვის მიზნით, დეპუტატმა მათი უმეტესობა ახლო ნათესავების სახელზე დაარეგისტრირა", ქონებაზე კი სრული კონტროლი შეინარჩუნა,“ - წერს BBC-ი.
0
0