
უკრაინელი სპორტსმენის, ვლადისლავ ჰერასკევიჩის განცხადებით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ომში დაღუპული სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის ტარება აუკრძალა.
ჰესასკევიჩის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შესახებ მას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა ტოშიო ცურუნაგამ აცნობა, რომელიც პასუხისმგებელია სპორტსმენებს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებსა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შორის კომუნიკაციაზე.
„მან თქვა, რომ ეს 50-ე წესის გამო მოხდა“, - აღნიშნა ჰერასკევიჩმა.
საუბარია ოლიმპიური ქარტიის 50.2 წესზე, რომლის თანახმად, „არცერთი სახის დემონსტრაცია ან პოლიტიკური, რელიგიური ან რასობრივი პროპაგანდა არ არის დაშვებული ოლიმპიურ ობიექტებში, არენებსა თუ სხვა ადგილებში“.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადისლავ ჰერასკევიჩს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მსოფლიოს უკრაინის „ბრძოლის ფასი შეახსენა“.
„ეს სიმართლე არ შეიძლება იყოს უადგილო, შეუფერებელი ან „პოლიტიკური დემონსტრაცია სპორტულ ღონისძიებაზე“. ეს მთელი მსოფლიოსთვის შეხსენებაა იმისა, თუ ვინ არის თანამედროვე რუსეთი და ეს არის ის, რაც ყველას ახსენებს სპორტის გლობალურ როლს და თავად ოლიმპიური მოძრაობის ისტორიულ მისიას - ეს ყველაფერი მშვიდობისა და სიცოცხლის გულისთვისაა. უკრაინა ამის ერთგული რჩება. რუსეთი საპირისპიროს ამტკიცებს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
0
0