
“გაცილებით უარესი სურათი შეიძლება გვქონოდა რაზედაც გათვლა იყო. მთელი უკრაინული მედია, უკრაინელი მოლაპარაკე თავები მისტირიან იმას, რომ გადატრიალება არ მოხდა. ძალიან გულდაწყვეტილები არიან. გარეთა მაყურებლისთვისაც რეალური შანსი იყო აქ დიდი ორომტრიალის მოხდენა”, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
"რომ დაინახეს, აქ შეიძლება მძიმე სიტუაცია შეიქმნას, მაჩალიკაშვილი, პოლიტიკოსები არ მიუშვეს ტრიბუნასთან. მოხდა პირველად ის, რომ საქართველოში საპროტესტო აქციამ გაიმარჯვა ერთ საკითხში და მეტი საკითხი აღარ დააყენა. ევროპული სტილია ეს, რომ რასაც ითხოვ იმის იქით აღარ... ახალგაზრდებს ეყოთ ამის გონიერება.
უკრაინას იმედი რომ ჰქონდა, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა, ესე იგი ეს ნაციონალებისგან მიცემული ინფორმაცია იყო“, - აღნიშნა მან.
0
0