უკრაინელი ლტოლვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ მამაკაცს ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალი წაუყენეს, რაც სიკვდილით დასჯის შესაძლებლობას ითვალისწინებს
A-
+A

ნაფიცმა მსაჯულებმა ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრებ დეკარლოს ბრაუნ უმცროსს, რომელიც 23 წლის უკრაინელი ლტოლვილი გოგონას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ბრაუნმა ირინა ზარუცკა შარლოტის რაიონის სატრანზიტო სისტემის მატარებელში თავდასხმის დროს „განზრახ მოკლა“.
როგორც მედია წერს, წაყენებული ბრალი სიკვდილით დასჯის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
ცნობისთვის, 22 აგვისტოს ირინა ზარუცკა აშშ-ში მეტროში მგზავრობის დროს მოკლეს. გოგონა მატარებელში იჯდა, რა დროსაც მის უკან მჯდომმა მამაკაცმა მოულოდნელად ბასრი საგანი ამოიღო და ყელის არეში დაჭრა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი მკვლელი მანამდე 14-ჯერ იყო ნასამართლევი სხვადასხვა ძალადობრივ დანაშაულში მონაწილეობისთვის
0
0
871
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%