
„ბერო და დათო. გია ბერიაშვილი და დათო რატიანი. ისინი გუშინ დაიღუპნენ ირპენისთვის ბრძოლაში, ჩვენი ოცეულის სადაზვერვო ბრძოლაში. ბეროს ცხედარი ცეცხლის ქვეშ გადმოვასვენეთ. ბერო სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა.
დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. სწორედ მან გადამარჩინა სიკვდილს. სიკვდილამდე რამდენიმე ოკუპანტიც გაიყოლა, მას ავტომატი ჰქონდა. დათომ გმირულად იცხოვრა და გმირულად დაიღუპა: ფეხში დაჭრილ ფრანგ ჯარისკაცს პუნქტამდე მისვლაში დაეხმარა. აფეთქების შედეგად დათო ადგილზე დაიღუპა. დათო იყო ძლიერი, მშვიდი, თავმდაბალი, მოწესრიგებული და კეთილი.
დათო რატიანი აფხაზეთში მცხოვრები მესტიელი სვანი იყო და აფხაზეთის ომის შემდეგ კიდევ ერთი სამშობლო დაკარგა.
ალბათ, დათოზე მეტს დავწერ, კაცზე, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა რამდენიმე თვიანი ნაცნობობის პერიოდში, ერთობლივი გასვლებისას ფრონტზე – მშობლიური სამაჩაბლოსა და აფხაზეთი დემარკაციის ხაზიდან ჩემს მშობლიურ კიევამდე.
რატიანი…
ამ დღის ყოველ წუთს შენი ხმის გაგონება მინდა: „ალექს გაწმინდე ავტომატი?“, „ალექს, 7 შვილის დედა მოკლეს, წაიკითხე?“, „ალექს, არის რამე სიახლე? როდის გავდივართ?“
დათო გუშინ დილის 5 საათზე ბოლო ბრძოლაში გავიდა. ბოლო წუთამდე ერთად ვიყავით“, – წერს ალექსეი ბობრონიკოვი.
როგორც ჟურნალისტი იხსენებს, ქართველ და უკრაინელ სამხედროებს ტყიდან დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავდათ, როდესაც ნაღმი აფეთქდა და დათო რატიანი სასიკვდილოდ დაიჭრა, ხოლო დაჭრილმა მეომარმა რომელიც რატიანს მიჰყავდა, ტვინის შერყევა მიიღო.
„დათო, მადლობა, რომ ჩემთან ერთად იყავი. მადლობა, რომ იყავი“, – წერს ბობრონიკოვი.
0
0