
უკრაინელი ჯარისკაცები დიდ ბრიტანეთში „ჩელენჯერ-2“-ის (Challenger-2) ტიპის ტანკებზე წვრთნების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. სავარაუდოდ, უკრაინის არმია ბრიტანული წარმოების ამ ტანკებით რუსეთის არმიაზე კონტრშეტევის დროს ისარგებლებს.
„გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ჩინოვნიკებმა, რამდენიმე კვირის ფარგლებში, უკრაინელ სამხედრო პერსონალს ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს, თუ როგორ უნდა იბრძოლონ და ეფექტურად მართონ Challenger 2-ის ტიპის ტანკები,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.
უკრაინული ეკიპაჟები და ტანკები, სავარაუდოდ, საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის მზადყოფნაში იქნებიან. როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, „უკრაინელი ჯარისკაცები „უკეთესად აღჭურვილნი ბრუნდებიან სამშობლოში, თუმცა, რა თქმა უნდა, იქ საფრთხე კვლავ ელით“.
გასულ თვეში, ბენ უოლესმა უკრაინელი ჯარისკაცები დორსეტში, ბოვინგტონის ბანაკში, სამხედრო წვრთნის დროს მოინახულა. „ნამდვილად შთამაგონებელია უკრაინელი ჯარისკაცების გადაწყვეტილება, რომლებმაც ბრიტანეთის მიწაზე Challenger 2-ის ტიპის ტანკებზე სამხედრო სწავლება დაასრულეს. ჩვენ კვლავ დავუდგებით მათ გვერდში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, სანამ ეს საჭირო იქნება“, - განაცხადა იმ დროს თავდაცვის მინისტრმა.
როგორც სამხედრო-სასწავლო მისიის კურატორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონ სტოუნმა თქვა, „საბრძოლო მანევრირების ცენტრის გუნდისთვის პრივილეგია იყო ამ წვრთნების ჩატარება ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისთვის. ჩვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჯარისკაცების მიერ გამოვლენილმა კომპეტენციის დონემ და ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენი მეგობრები Challenger 2-ის ტიპის ტანკებს ყველაზე ეფექტურად გამოიყენებენ სამომავლო ბრძოლებში თავიანთი სამშობლოს დასაცავად.”
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025