-share.jpg)
უკრაინელმა დამცველებმა, ერთი თვის განმავლობაში 233 „კამიკაძე- დრონი” ჩამოაგდეს, აქედან მხოლოდ კიევის მიმართულებით ოთხშაბათს 10 Shahed-ი განადგურა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“ვმუშაობთ უკრაინის ცის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები: ერთი თვის განმავლობაში 233 უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-ი და ათობით რაკეტა ჩამოვაგდეთ. დღეს ათი ირანული დრონი განადგურდა და ეს მხოლოდ კიევის მიმართულებით. კიდევ 11 Shahed-ი სამხრეთის საჰაერო სარდლობის ჯარისკაცების წყალობით განადგურდა. მადლობა ბიჭებს შესანიშნავი სამუშაოსთვის! სამწუხაროდ, არის ზარალიც. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ახალი დაზიანება გვაქვს. დღეს მტერმა სამი ენერგეტიკული ობიექტი გაანადგურა”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა მოსახლეობას ელექტროენერგიის შეზღუდულად გამოყენებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„გთხოვთ, არ ჩართოთ არასაჭირო ელექტრო ტექნიკა. გთხოვთ, შეზღუდოთ ელექტროენერგიის მოხმარება და იმ მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც მოიხმარენ ბევრ ენერგიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხმარება იყოს მაქსიმალურად გაცნობიერებული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0