-share.jpg)
"უკრაინელების უმრავლესობას მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობა არ სურს" - ამ შედეგს აქვეყნებს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელმაც აღნიშნულ თემაზე გამოკითხვა ჩაატარა.
გამოკითხვის მიხედვით, 2005 რესპონდენტიდან 85% მიუღებლად მიიჩნევს რაიმე ტერიტორიის დათმობას.
მხოლოდ 8%-ს მიაჩნია, რომ მშვიდობის მისაღწევად და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად უკრაინას შეუძლია დათმოს თავისი ტერიტორიის ნაწილი.
ეს შედეგი შენარჩუნებულია ყველა, მათ შორის აღმოსავლეთ რეგიონებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ომის შედეგად.
გამოკითხვა რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რეგულარულად ტარდება, მაგრამ მისი შედეგები დიდად არ იცვლება. მაისში გამოკითხულთა 82% წინააღმდეგი იყო ნებისმიერი ტერიტორიული დათმობის, ხოლო სექტემბერში ეს შედეგი 87% იყო.
0
0