
ეთნიკური ქართველი, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა და უკრაინაში ტყვედ ჩავარდა, ამბობს, რომ სურს, პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს საქართველოს ან „ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანას“.
უკრაინული ტელეარხი FREEDOM ნოდარ ბახტურიძეს ესაუბრა. ვიდეოში ნაჩვენები მამაკაცი ამბობს, რომ საუბარზე ნებაყოფლობით თანხმობას იძლევა. თუმცა, არ ვიცით, რა ვითარებაში ჩაიწერა ინტერვიუ.
ბახტურიძის თქმით, რუსეთის კოლონიაში არალეგალურად იხდიდა სასჯელს. მამაკაცმა გააფორმა კონტრაქტი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან და „ვეტერანთა“ კერძო საჯარისო შენაერთში მოხვდა. ამბობს, რომ უკრაინაში ტყვედ საბრძოლო ზონაში მისვლიდან მეორე დღეს ჩაბარდა.
„თავდაპირველად ასეთი იდეა მქონდა: დავნებდე და თავშესაფარი მეთხოვა სამშობლოშინ, საქართველოში“ - განაცხადა ბახტურიძემ.
მამაკაცი ამბობს, რომ დიდი ხანია ადევნებს თვალს უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, რადგანაც მისი სამშობლო - „საქართველოც იგივე უბედურებაშია“. პარალელურად 30 წელი ცხოვრობდა რუსეთში.
დაჭერიდან მალევე გადაღებულ ვიდეოში მამაკაცმა თქვა, რომ ის იყო ამურის რეგიონის ქალაქ ტინდადან.
არაერთი ბლოგერი წერს, რომ ბახტურიძე ქართულ-აფხაზურ ომში მონაწილეობდა. დაიბადა და გაიზარდა კახეთში. მას, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.
0
0