
26 ნოემბერი უკრაინაში, 1932-1933 წლებში მასობრივი შიმშილის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის დღეა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინელების განადგურება ოდესღაც შიმშილით სურდათ, ახლა სიბნელით და სიცივით.
„უკრაინელებმა გამოიარეს ძალიან საშინელი რამ. ამასთან ერთად, შეინარჩუნეს დაუმორჩილებლობის უნარი და თავისუფლების სიყვარული. ჩვენი განადგურება ოდესღაც შიმშილით სურდათ, ახლა სიბნელით და სიცივით. ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ჩვენი ცეცხლი არ ჩაქრება. ჩვენ კვლავ დავამარცხებთ სიკვდილს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ჰოლოდომორის წლისთავის დღეს უკრაინელები ფანჯრებში სანთლებს ანთებენ. მსოფლიო ქვეყნების ნაწილი 1930-იან წლებში, უკრაინაში მომხდარ მოვლენებს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს.
1932-1933 წლებში უკრაინაში მასობრივ შიმშილს, ანუ ჰოლოდომორს სხვადასხვა მონაცემებით, რამდენიმე მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.
0
0