-share.jpg)
უკრაინელების უმეტესობა შეუძლებლად მიიჩნევს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებას, თუნდაც ამან მათი სისცოცხლის გადარჩენა შეძლოს. ამას მოწმობს გამოკითხვის შედეგები, რომელიც ილკო კუჩერივის დემოკრატიული ინიციატივების ფონდმა რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგიურ სამსახურთან ერთად ჩაატარა, იუწყება Censor.NET.
„გამოკითხულთა 60%-ზე მეტმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს რუსეთთან მოლაპარაკებებს, თუნდაც ამან მათი სიცოცხლე გადაარჩინოს. ამავდროულად, 23%, თითქმის ყოველი მეხუთე გამოკითხული მიჩნევს, რომ აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკება სიცოცხლის გადასარჩენად“. გამოკითხულთა 17%-მა კი განაცხადა, რომ არ ეთანხმება არცერთ ამ განცხადებას, ან ვერ ჩამოაყალიბეს მკაფიო აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით“ - განაცხადა პიოტრ ბურკოვსკიმ, დემოკრატიული ინიციატივების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 93%-ს სჯერა ომში უკრაინის გამარჯვების, მასში ეჭვი გამოკითხულთა მხოლოდ 3%-ს. მათ შორის, ვისაც სჯერა უკრაინის გამარჯვების, 39% მიჩნევს, რომ გმარჯვება მოვა 2023 წლის ზაფხულში, 22%ის აზრით გამარჯვება 1-2 წელიწადში მოვა, ხოლო 20% მიიჩნევს, რომ მისი მიღწევა შესაძლებელია უახლოეს თვეებში.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების 39%-ისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო მოვლენა იყო მარიუპოლის დაცვა, 37%-ისთვის - ხერსონის გათავისუფლება, ხოლო 33%-მა დაასახელა ჩერნიგოვის, კიევისა და სუმის რეგიონების გათავისუფლება.
0
0