
როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს.
აქტივისტებმა ახალი კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გაგრძელება გადაწყვიტეს. მათი მტკიცებით, ახალი კანონი უკრაინის ანტიკორუფციულ სამსახურს ასუსტებს. ასევე ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ჯგუფებმა ახალი კანონი გააკრიტიკეს, რამაც გაზარდა ზეწოლა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისზე და საფრთხე შეუქმნა მის საზოგადოებრივ მხარდაჭერას კრიტიკულ ფაზაში შესული ომის ფონზე.
ზელენსკიმ უკრაინის ძირითადი ანტიკორუფციული და უსაფრთხოების სააგენტოების ხელმძღვანელები შეკრიბა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონის დამტკიცებასთან დაკავირებით.
„ყველას გვესმის, რას ამბობს საზოგადოება. თუმცა ახალი კანონი აუცილებელია კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად. სისხლის სამართლის საქმეები არ უნდა გაგრძელდეს წლების განმავლობაში განაჩენის გამოტანის გარეშე და უკრაინის წინააღმდეგ მომუშავე პირებმა არ უნდა იგრძნონ თავი კომფორტულად ან დაუსჯელად“, - განაცხადა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.
0
0