
„უკრაინელები ხელს გვიშლიან შევიდეთ ევროპაში, ბალტიისპირელები იმავეს აკეთებენ, რუსეთის აგენტები არიან“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
„რუსია ოკუპირებული ვყავართ, უკრაინელები არიან და ხელს გვიშლიან ევროპაში შევიდეთ, ბალტიისპირელები არიან და იმავეს აკეთებენ, რა ვიცი, რომ რუსების აგენტები არ არიან? ჩემთვის არიან რუსეთის აგენტები ეგენი და რუსებზე უკეთესი არაფრით არ გამოდიან, რა.
იმას თუ ოკუპირებული ვყავარ, ის კიდე წინ არ მიშვებს. ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისია ამერიკელებმა და ჩვენებმა დროზე დაილაპარაკონ, რაც იყო იყო და ის წყენა დაივიწყონ, იმიტომ რომ წინ უფრო დიდი რაღაცებია და ერთი რამე იცოდნენ, საქართველოს არავისთან არ უნდა ცუდ ურთიერთობებში ყოფნა. თუ დახმარება უნდათ, არა თუ კანდიდატად უნდა მიგიღონ, მიგიღონ იმაში რა, ევროკავშირში, პოლარიზება ხომ დამთავრდება, არჩევნებიც წესიერად ჩატარდება და ყველაფერი წესიერად იქნება“, - აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.
0
0