
სტატია სწორედ იმ დღეს გამოქვეყნდა, როდესაც მთელმა მსოფლიომ კიევის ოლქის ქალაქ ბუშაჩი რუსი ოკუპანტების დანაშაულის შესახებ შეიტყო. მათ ირპენში, ბუჩაში და გოსტომელში ასობით მშვიდობიანი ადამიანი დახვრიტეს, ასევე, არის გაუპატიურების და წამების ფაქტებიც.
თავის სტატიაში ტიმოფეი სერგეიცევი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინელების მასობრივ მკვლელობებზე მსჯელობს. ის მშვიდობიან მოსახლეობას ნაცისტებს უწოდებს, რომლებიც უნდა გარდაიქმნან, მათ შორის საუბარია პოლიტიკის, კულტურის და განათლების სფეროების რადიკალურ გარდაქმნაზე.
სერგეიცევი წერს, რომ დენაციფიკაცია დეუკრაინიზაციას ნიშნავს. უკრაინის დაპყრობის შემდეგ პროპაგანდისტი პუბლიცისტის აზრით, ქვეყანაში ხელისუფლება უნდა დაემხოს და მას „პოლიტიკური ფინქციონალობა უნდა ჩამოერთვას“.
პროპაგანდისტები ამბობენ, რომ უკრიანიზმი „არის ხელოვნური ანტირუსული კონსტრუქცია, რომელსაც ცივილიზებული შინაარსი არ გააჩნია. სერგეიცევი, ასევე, ამბობს, რომ რუსეთმა ქვეყანაში დებენდერიზაცია უნდა ჩაატაროს.
ასევე, სერგეიცევი და მისი მხარდამჭერები უკრაინაში მარშალის გეგმის ჩატარების შეუძლებლობაზე საუბრობენ, ნეიტრალიტეტი კი მხოლოდ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებით წარმოუდგენიათ.
„ნეიტრალიტეტი დენაციფიკაციის გარეშე წარმოუდგენელია. დენაციფიცირებულ რესპუბლიკებში ორგანიზაციები და პირები უნდა დაეყრდნონ რუსეთის ძალისმიერ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას“, - წერს ტიმოფეი სერგეიცევი.
0
0