
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინელი ქალებისთვის რეალური საფრთხე არა რუსეთიდან, არამედ ევროპიდან მოდის. ამის შესახბ მან “ტელეგრამ არხზე” დაწერა.
„უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს რუსი სამხედროები უკრაინელი ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობაში და მათი სიტყვები ტყუილი აღმოჩნდა“, წერს ზახაროვა, რომელმაც ის რამდენიმე პირიც დაასახელა, რომლებიც მსგავს ძალადობაში რუსეთს ადანაშაულებდა.
ზახაროვას მტკიცებით, ესენი იყვნენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე; უკრაინის ყოფილი ომბუდსმენი ადამიანის უფლებათა საკითხებში და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი.
„უკრაინელ ქალებს რეალური საფრთხე არა რუსეთიდან ელით, არამედ ევროპაში. შვედეთის თანასწორობის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ უკრაინელი ლტოლვილები სულ უფრო ხშირად ხდებიან სექსუალური მონობის მსხვერპლნი“, - წერს ზახაროვა “ტელეგრამ არხზე".
0
0