02/08/2023
13:58
მსოფლიო
პოლონეთში განაცხადეს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო უკრაინასთან ურთიერთობა „ბოლო დროს არ იყო საუკეთესო“.
ამის შესახებ RMF-ს საგარეო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ განუცხადა.
მისი თქმით, ბევრი საკითხია, რომლებზეც პოლონეთსა და უკრაინას შორის „შეთანხმება არ არსებობს“.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან მოახლოებულ შეხვედრაზეც ისაუბრა.
„საუბარი იქნება ძალიან გულწრფელი. იქნება ძალიან კონკრეტული, როგორც ყოველთვის. ჩვენ გადმოვცემთ ჩვენს შეფასებებს, როგორ გამოიყურება დღეს ჩვენი ურთიერთობები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, არ არის საუკეთესო. არავინ მალავს ამას“ - თქვა იაბლონსკიმ.
ის მიიჩნევს, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა „გარკვეული ემოციები გამოუშვეს“. თუმცა, მისივე თქმით, პოლონეთი „მშვიდი“ რჩება, რადგან უკრაინას თავს დაესხნენ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინამ „ასევე არ უნდა შეუტიოს თავის მოკავშირეებს“.
"ჩვენ ვხელმძღვანელობთ პოლონეთის ეროვნული ინტერესების პოლიტიკით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას იმდენად, რამდენადაც იგი აკმაყოფილებს პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს. ასე იყო და იქნება ყოველთვის", - დასძინა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
0
0