30/07/2023
15:12
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების იდეას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში აფრიკის ქვეყნების ლიდერების მიღებისას განაცხადა. მისივე თქმით, მშვიდობის მისაღწევად შუამდგომლობა აფრიკას და ჩინეთს შეუძლიათ.
როგორც BBC წერს, მეორე მხრივ, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ რთული იქნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა იმ პირობებში, როცა უკრაინის არმია შეტევით მოქმედებებს ახორციელებს.
ამასთან, „ბიბისი“ აღნიშნავს, რომ ოფიციალურ მოსკოვს და კიევს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად სხვადასხვა წინაპირობა აქვთ წამოყენებული.
„მაშინ როცა კიევმა თქვა, რომ არ დათმობდა თავის ოკუპირებულ ტერიტორიებს, რუსეთმა განაცხადა, რომ „ახალი რეალობა უნდა იქნეს მიღებული“, - წერს BBC.
0
0