14/12/2023
14:25
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, როცა რუსები თავიანთ მიზნებს მიაღწევენ.
პუტინი, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსული არმიის პირველი სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პირველ მთავარ პრესკონფერენციას ატარებს. როგორც ცნობილია, ყოველწლიური პრესკონფერენცია გასულ წელს არ შედგა.
ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენცია რუსეთის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო.
"ჩვენი ქვეყნის არსებობა სუვერენიტეტის გარეშე შეუძლებელია. ის უბრალოდ არ იარსებებს. ომის ფონზე რუსეთის ეკონომიკა ძლიერია. რაც შეეხება [უკრაინაში] მშვიდობის დამყარებას, ეს მაშინ მოხდება, როდესაც ჩვენ, რუსები, ჩვენს მიზნებს მივაღწევთ. ეს მიზნები კი უცვლელია", - განუცხადა პუტინმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის წამყვანს ეკატერინა ბერეზოვსკაიას.
როგორც BBC-ი წერს, დენაზიფიკაცია, დემილიტარიზაცია და ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი - ეს ის თემებია, რომლებზეც პუტინმა ომის დაწყებიდანვე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, 486,000-მდე (გასულ წელს კი 300,000) ადამიანი, ჯერჯერობით ნებაყოფლობით დარეგისტრირდა სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში.
აშშ-ის დაზვერვის სამსახურის მიმდინარე კვირის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ომის დაწყების შემდეგ, სულ 315 000 ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა, რაც უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე რუსეთის სამხედრო პერსონალის თითქმის 90% იყო.
რუსი აუდიტორიის მიერ პუტინისთვის გაგზავნილი კითხვების რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა.
0
0