
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა მადრიდში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ ორი წელი გაგრძელდება და, შედეგად, უკრაინას ტერიტორიების ნაწილის დათმობა მოუწევს.
„ვფიქრობ, რეალისტური სცენარი ისაა, რომ ომი კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება. სამწუხაროდ, მშვიდობისკენ მიმართულმა მცდელობებმა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, არანაირი შედეგი არ გამოიღო. პესიმისტურ სცენარში უკრაინას ტერიტორიების დათმობა მოუწევს,“ - თქვა კალასმა.
კალასმა ასევე ისაუბრა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობაზე. მისი თქმით, ევროკავშირისთვის ორი მთავარი პრობლემაა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში ჩინეთისგან რუსეთის მხარდაჭერა და „იძულებითი ეკონომიკური პრაქტიკა“.
„რაც შეეხება ჩინეთს, ჩვენ არ ვართ მზად, ვიმოქმედოთ, როგორც გლობალური მოთამაშე, რადგან არ გვაქვს ერთიანი ხედვა იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს“, - აღიარა კალასმა.
0
0