
„დღეს ნაშუადღევს, ჩვენი დელეგაცია „ადგილზე“ ჩავა და დისკუსიების გასაგრძელებლად უკრაინულ მხარეს დაელოდება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.
მოლაპარაკებების გამართვის შესაძლო ადგილმდებარეობის შესახებ დასმულ კითხვაზე პესკოვმა უპასუხა: „ადგილს წინასწარ არ გამოვაცხადებ“.
პესკოვის თქმით, პუტინის მრჩეველი კულტურულ საკითხებში, ვლადიმერ მედინსკი, მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის მთავარ წარმომადგენლად დარჩება.
უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მათი გეგმების შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
ორშაბათს, ბელარუსში, უკრაინის საზღვრებთან ახლოს, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილეს, თუმცა მოლაპარაკებებს რაიმე კონკრეტული შედეგი არ გამოუღია.
0
0