
"უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთი გარკვეული დათმობებისთვის მზადაა... მე არაერთხელ გავუსვი ხაზი ჩვენს მზადყოფნას, ვეძიოთ ინტერესთა ბალანსი."- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა ინისტრმა სერგეი ლავროვმა.
"აშშ-ის პრეზიდენტი თვლის, და მე სწორადაც მიმაჩნია, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. პრეზიდენტის განცხადებაში შეთანხმებაზეა საუბარი და ჩვენ მზად ვართ შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს კონკრეტული პუნქტები, ამ შეთანხმების ელემენტები, რომლებსაც დახვეწა სჭირდება და ჩვენ ახლა სწორედ ამით ვართ დაკავებულები... აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმების დეტალები არ დააკონკრეტა, ამიტომ ამაზე საუბარი არც ჩემთვისაა მიზანშეწონილი... ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის, მოლაპარაკებებისთვის..." - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი CBS-თან ინტერვიუში
1
1