02/12/2024
13:41
მსოფლიო
„უკრაინას საომარი მდგომარეობის ხელსაყრელად შებრუნების საშუალება არ აქვს და ომში წააგებს,“ - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
კულებამ Financial Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე ყველაფერი „სავალალოდ გამოიყურება“.
"გვაქვს დღეს შესაძლებლობები, რომ შევცვალოთ არსებული ვითარება და მოვლენების ტრაექტორია? არა, არ გვაქვს. და თუ ეს ასე გაგრძელდება, ჩვენ წავაგებთ ომს. კონფლიქტის პირველ თვეებში, ბრძოლის ველზე შექმნილი სიტუაცია უფრო მძიმე იყო. ყველას აინტერესებს, რის გასაკეთებლად და რის შესაგუებლად არის უკრაინა მზად. მე კი ვამბობ, მეგობრებო, ჯერ იპოვეთ პასუხი შეკითხვაზე, რაზე დასათანხმებლად არის მზად თავად პუტინი? ეს არის ის წერტილი, საიდანაც ომი იწყება.
ნატო ძველებურად აღარ იძლევა უსაფრთხოების გარანტიებს. მე არსებითად აშშ-ის მზაობას ვეყრდნობი, რომ იმოქმედებს უკრაიანის დასაცავად. მე-5 მუხლის თანახმად, ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა მთლიანად ალიანსზე თავდასხმად განიხილება. რეალურად, ეს მუხლი ეფუძნება ერთ წინადადებას - "აშშ დაიცავს ჩვენი მოკავშირეების ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს". ეს წინადადება ბაიდენს ეკუთვნის. რა ხდება იმ დროს, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ არ დაიცავს თქვენი ტერიტორიის არცერთ სანტიმეტრს?... თუ ტრამპი მსგავს რამეს იტყვის, ნატოს ფარი გატყდება და პუტინი თავისუფლად გააკეთებს იმას, რაც უნდა", - თქვა კულებამ.
0
0