
თავდაპირველად, "ტელეგრამის" რუსულ არხებზე დაწერეს, რომ დომენიკ მანგო, იგივე კუკური ბარამიძე საქართველოში სატანისტების ლიდერია და სატანისტი ეხმარება უკრაინას რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში.
"ტელეგრამზე" ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დომენიკ მანგოს ერთ-ერთმა რუსულმა არხმა სიუჟეტიც მიუძღვნა, სადაც მანგო წარმოჩენილია სატანისტების ლიდერად, რომელიც ახლა უკრაინაში იბრძვის.
რუსულ მედიაში მსგავსი ნარატივის გავრცელებას სოციალურ ქსელში თავად დომენიკ მანგოც ეხმიანება. მანგო მიიჩნევს, რომ თუ რუსები ამგვარად აალაპარაკე "ე.ი. რაღაცისთვის მიგიღწევია".
"უკრაინაში სატანისტების ლიდერი კუკური ბარამიძე ჩავიდა." - ესენი თუ შენზე აალაპარაკე, ე.ი. უკვე რაღაცას მიგიღწევია. ე.ი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადამიდგამს და რუსეთიც შემიწუხებია", - წერს დომენიკ მანგო.
0
0