
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 262 ბავშვია დაღუპული, 467-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 189, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 112, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 53, ხერსონის ოლქში - 52, ნიკოლაევის ოლქში - 47, ზაპოროჟიეს ოლქში - 29, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16, ჟიტომირის ოლქში -15.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 938 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 182 მთლიანად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
0
0
ჭიათურაში მაღაროელები აქციას მართავენ
04/03/2025
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა
04/03/2025
მასკი ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდებს
04/03/2025