-share.jpg)
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 261 ბავშვია დაღუპული, 463-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 187, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 112, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 52, ხერსონის ოლქში - 52, ნიკოლაევის ოლქში - 47, ზაპოროჟიეს ოლქში - 29, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16, ჟიტომირის ოლქში -15.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 938 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 182 მთლიანად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
0
0
სამტრედიაში მამაკაცი დაჭრეს
19/08/2025