უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 546 ბავშვი დაიღუპა - უკრაინის პროკურატურა
09/05/2024
13:28
მსოფლიო
A-
+A
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 546 ბავშვი დაიღუპა,- ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ამასთან, უწყების მონაცემებით, ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები 1330-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო.
ყველაზე მეტი არასრულწლოვანი დაზარალდა დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებში. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო. აღრიცხულია მხოლოდ ისინი, ვისი სახელების დადასტურება გახდა შესაძლებელი. იმ რაიონებში, სადაც საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსხვერპლთა აღრიცხვა ახლა შეუძლებელია.
0
0
45
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%