უკრაინაში რუსეთის აგრესიას 177 ბავშვი ემსხვერპლა
10/04/2022
10:40
მსოფლიო
A-
+A
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 177 ბავშვია დაღუპული, 336-ზე მეტი კი დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 108, კიევის ოლქში - 93, ხარკოვის ოლქში - 76, ჩერნიგოვის ოლქში - 51, მიკოლაევის ოლქში - 40, ლუგანსკის ოლქში - 35, ზაპოროჟიეს ოლქში - 22, ხერსონის ოლქში - 29, დედაქალაქში - 16, სუმ-ის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში -15.
ყოველდღიური თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 938 სასწავლო დაწესებულება, მათგან 87 სრულად განადგურდა.
მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
0
0
360
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%