
უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ რუსეთმა, შესაძლოა, ყურადღება გრენლანდიაზე გადაიტანოს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დანიის ოფიციალური პირები საჯაროდ იმეორებენ ნატო-ს მოკავშირეების დიდი ხნის შეშფოთებას, რომ არქტიკაში რუსეთი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო მეტად აძლიერებს თავის შეტევით შესაძლებლობებს.
„გრენლანდია, ისლანდიასა და დიდ ბრიტანეთთან ერთად, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებს. მოსკოვი, შეიძლება, ახლა უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებით იყოს დაკავებული, მაგრამ როგორც კი ეს სასტიკი კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდება, რუსეთი რესურსებს გადაამისამართებს“, – ხაზგასმულია სტატიაში.
ამასთან, „სიენენთან“ ინტერვიუში დანიის სამხედრო წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მსოფლიოში უდიდესი კუნძულის დაცვა შედარებით ადვილია. ერთ-ერთი დანიელი სამხედრო წარმომადგენლის თქმით, მთიანი რელიეფი და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ტერიტორიის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროს „ფაქტობრივად აუღებელს“ ხდის.
0
0