
„უკრაინული ძალები გაძლიერდნენ ამერიკული და ევროპული იარაღით, თუმცა ფრონტზე ვითარება ჩიხშია შესული“, - ამის შესახებ Politico ნატოს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
უკრაინული მხარის განცხადებით, ზამთარში რუსეთის უპირატესობა არტილერიაში 20-1 იყო, დღეს კი 5:1-მდე შემცირდა.
„უკრაინა გააგრძელებს დასავლეთისგან იმ მარაგებისა და იარაღის მიღებას, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად. ვფიქრობ, მათ მოახერხეს ფრონტის სტაბილიზაცია, მაგრამ აშკარაა, რომ ომი ჩიხში დარჩება ამ წლის ბოლომდე - ეს არის ის, რასაც ჩვენ ველით“, - განუცხადა მედიასაშუალებას ნატოს მაღალჩინოსანმა კონფიდენციალურად.
ომი უკრაინაში - უახლესი ამბები
როგორც UNIAN-ი ენერალურ შტაბზე დაყრდნობით იტყობინება, ბოლო დროს მტერი შესამჩნევად გააქტიურდა ტორეცკის და სევერსკის მიმართულებით. პოკროვსკის ვითარება კვლავ დაძაბულია.
0
0