
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის ომი უკრაინაში, სავარაუდოდ, "გარკვეული დროით კიდევ გაგრძელდება" და დროა, მოკავშირეებმა ქვეყანას სამხედრო დახმარება გაუზარდონ.
„უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე "სასტიკი" ბრძოლები გრძელდება, მაგრამ დასავლელ პარტნიორებს სურთ, დარწმუნდნენ, რომ უკრაინელებს აქვთ ყველა საჭირო რესურსი დაკარგულის ასანაზღაურებლად და რუსეთის აგრესიასთან გამკლავებისთვის. რუსეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების „დასჯასაც“.
რუსები ცდილობენ გაავრცელონ ნარატივი, რომ ისინი დაინტერესებული არიან დიპლომატიით. რუსეთის მოთხოვნა უკრაინის მიერ ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარების შესახებ მიუღებელია და არ იძლევა მოლაპარაკების პროცესის დაწყების საშუალებას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლერლისთან ერთად, სიტყვით გამოსვლისას.
0
0