19/02/2023
15:33
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ უკრაინაში ომი ორ სლავურ ქვეყანას შორის კონფლიქტია.
"როცა რუსეთმა თავდასხმა დაიწყო, დასავლეთმა კონფლიქტის იზოლირება არ მოახდინა. უკრაინის ომი არ კონფლიქტია არა სიკეთისა და ბოროტების არმიებს შორის, არამედ ორ სლავურ ქვეყანას შორის, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან. ეს მათი ომია და არა ჩვენი", - თქვა ორბანმა.
ორბანმა ევროკავშირი უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, უნგრეთი "დასავლეთის სამყაროს ნაწილია, NATO-სა და ევროკავშირის წევრი, სადაც უნგრეთის გარდა, ყველა მხარს უჭერს ომს".
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და ლტოლვილები მიიღო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა რუსეთთან ურთიერთობებს შეწყვეტს, რადგან ეს "უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება".
"ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან და რეალურად, ვურჩევთ მთელ დასავლურ სამყაროს იგივე გააკეთოს, რადგან ურთიერთობების გარეშე არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა, სამშვიდობო მოლაპარაკებები", - თქვა ორბანმა.
0
0