-share.jpg)
„უკრაინის არმია საბჭოთა ეპოქისდროინდელ საბრძოლო მასალებს სწრაფად ხარჯავს და დასავლეთს მეტი მძიმე შეიარაღების გაგზავნას სთხოვს; პარალელურად, რუსეთი საარტილერიო ძალის უპირატესობის წყალობით, აღმოსავლეთ უკრაინის ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქს აკონტროლებს. დასავლური დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებისა და სამხედრო ჩინოვნიკების აზრით, რუსეთის ომი უკრაინაში კრიტიკულ ეტაპზეა, რომელმაც შეიძლება კონფლიქტის გრძელვადიანი შედეგი განსაზღვროს,“ - იუწყება აშშ-სა და სხვა დასავლურ დაზვერვის სამსახურებთან დაახლოებული მრავალი წყარო.
„ამ გადამწყვეტმა მომენტმა შეიძლება ასევე მკაცრი გადაწყვეტილების მიღება აიძულოს დასავლეთის მთავრობებს, რომლებიც აქამდე უკრაინას მხარდაჭერას სტაბილურად სთავაზობდნენ.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მზად არის (ოთხშაბათს) უხელმძღვანელოს 50-მდე ქვეყნის წარმომადგენლისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფს, რათა განიხილონ უკრაინის კრიზისის საკითხები. აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის განცხადებით, იარაღითა და სამხედრო აღჭურვილობით უკრაინის მომარაგებასთან დაკავშირებით, აშშ მათგან უფრო მეტი მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას მოელის.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გამოხატეს იმედგაცრუება იმის გამო, რომ ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საბრძოლო მასალები, როგორც ჩანს, მცირე რაოდენობით ემეტებათ მებრძოლებისთვის; მათ გაუჩნდათ შიში, რომ დასავლეთის ვალდებულება შესაძლოა გადამწყვეტ მომენტში შერბილდეს,“ - წერს წყარო.
„ვფიქრობ, სიტუაციას იმ დონემდე მიიყვანთ, როდესაც ერთი ან მეორე მხარე წარმატებული იქნება. ან რუსები მიაღწევენ სლოვიანსკს და კრამატორსკს, ან უკრაინელები შეაჩერებენ მათ. თუ უკრაინელები შეძლებენ ხაზის გავლებას, დაუმორჩილებლობას ამ რაოდენობის ძალების წინაშე, ეს მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა.
0
0