
უკრაინაში მებრძოლი ქართველი, არჩილ მაჭარაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
მაჭარაძე წერს, რომ უკრაინაში ის არავის წაუყვანია, ისევე, როგორც იქ მყოფთა აბსოლუტური უმრავლესობა.
"ასე ერთმანეთს აცდენილი ხალხი და ხელისუფლება მგონი არასდროს ყოფილა. რატომ ვითმენთ ამდენ შეურაცხყოფას??
აქ არავის წამოვუყვანივარ, ისევე, როგორც აქ მყოფი მებრძოლების აბსოლუტური უმრავლესობა. წამომიყვანა იმან, რომ ხელისუფლებამ დაიკავა სამარცხვინო, ლაჩრული პოზიცია და რუსეთის გამარჯვებაზე გააკეთა ფსონი!
მივედი უკრაინის საელჩოში, დამაკვალიანეს რომ იავორივის ბაზაზე მივსულიყავი, მარტის დასაწყისში ჩემით ვიყიდე თბილისი-ვარშავის ბილეთი და მარტო ჩამოვედი.
წამიყვანეს არა დედიშენის". - წერს მაჭარაძე.
დღეს, 5 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინაში "ომის პარტიას" მიჰყავს.
0
0