
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის, განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიზნების დიპლომატიური გზით მიღწევა ამ ეტაპზე „შეუძლებელი ჩანს“.
ჟურნალისტებმა დიმიტრი პესკოვს შეკითხვა დაუსვეს დონალდ ტრამპის კომენტარებზე, სადაც ტრამპი ამბობს, რომ ,,გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია.’’
„ბუნებრივია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პრეზიდენტ ტრამპის ყველა განცხადებას. საუბრის დროს პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ჩვენი მიზნების მიღწევით და, სასურველია, ეს პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მოხდეს. თუმცა, რადგან ეს ამჟამად შეუძლებელია, ჩვენ ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას.
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ელოდება უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის თარიღების კოორდინაციას,’’ - თქვა პესკოვმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მიმდინარე ზაფხულში ტრამპ-პუტინის შეხვედრა, პესკოვმა უპასუხა, რომ ასეთი შეხვედრა „საჭიროა“, მაგრამ ის „კარგად მომზადებული“ უნდა იყოს.
0
0