
უკრაინაში კორუფციული სკანდალი გრძელდება. მინისტრთა კაბინეტმა საგანგებო წესით სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა "ენერგო-ატომის" ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის კიდევ რამდენიმე ტოპ მენეჯერს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზად ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მოპოვებული მასალები დაასახელა. იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ თუ გამოძიების მსვლელობისას დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირთა წრე გაიზრდება, თანამდებობებიდან კიდევ მეტ პირს გაათავისუფლებენ.
ამავე კორუფციული საქმის გამო თანამდებობიდან უკვე გადააყენეს იუსტიციის და ენერგეტიკის მინისტრები. სკანდალში ფიგურირებს ზელენსკის მეგობარი და მისი სტუდიის თანადამფუძნებელი თემურ მინდიჩი, რომელმაც ქვეყანა დატოვა. ჩხრეკა ჩატარდა იმ პირების სახლებში, რომლებიც ზელენსკის უახლოს გარემოცვას წარმოადგენენ. საუბარია 100 მილიონის მითვისებაზე.
0
0